პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ექიმ ვასილ გოტაძის თქმით, მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.
„ამ დროისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა, ის ისევ მძიმედაა. არის კომატოზურ მდგომარეობაში, პროგნოზის გაკეთება რთულია", აცხადებს ექიმი ვასილ გოტაძე.
26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობასა და თბილისში ხუთი პირი დააკავეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.