რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პეტერბურგში ოთხშაბათს ტერაქტი განხორციელდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“იტყობინება.
„თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი განხორციელდა“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ოფიცრებთან შეხვედრისას.
ოთხშაბათ საღამოს პეტერბურგში მაღაზია „პერეკრესტოკ“-ში, შემნახველ კამერაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მისი სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი იყო. შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.