ირანის რევოლუციურმა მცველებმა გააფრთხილეს ანტი-სამთავრობო პროტესტანტები, რომ ისინი „რკინის მუშტს“ უნდა ელოდნენ
31-12-2017, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის რევოლუციურმა მცველებმა გააფრთხილეს ანტი-სამთავრობო პროტესტანტები, რომ ისინი სახელმწიფოსაგან „რკინის მუშტს“ მიიღებენ, თუკი პოლიტიკური არეულობა გაგრძელდება.

 


ირანში უკვე სამი დღეა რაც ფასების მატებისა და ცხოვრების დონის გაუარესების გამო მასობრივი დემონსტრაციები იმართება. მაგრამ რევოლუციური მცველების მეთაურმა განაცხადა, რომ პროტესტი სოციალური მოთხოვნებიდან პოლიტიკურ ლოზუნგებში და საზოგადოებრივი ქონების დაწვაში გადაიზარდა.

 


გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

 


BBC-ის ცნობით, ქალაქებში: ხორამაბადში, ზანჯანსა და ავაზში გამართულ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შესახებ მოწოდებები გაისმა.

 


ბრიგადის გენერალმა ისმაილ კოვსარიმ ახალი ამბების სააგენტო „ISNA“-ს უთხრა: თუკი ხალხი ქუჩებში მაღალი ფასების გამო გამოვიდა, მათ არ უნდა ეყვირათ ასეთი ლოზუნგები და დაეწვათ საზოგადოებრივი ქონება და ავტომანქანები“.

 


ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მოერიდონ „არაკანონიერ შეკრებებს“.

 


ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ „მსოფლიო უყურებს“, თუ როგორ პასუხობს ირანული ხელისუფლება ანტი-სამთავრობო პროტესტს, რომელმაც რამდენიმე ქალაქში იფეთქა.

 


თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანელებს ყელში ამოუვიდათ „რეჟიმის კორუფცია და მის მიერ ერის სიმდიდრის ტერორიზმის დაფინანსებაში გაფლანგვა“.

 


გავრცელებული ცნობებით, პროტესტის გამოსახატად ათასობით ადამიანი გამოვიდა ირანის ქალაქების ქუჩებში.

 


„ირანულმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისი ხალხის უფლებებს, მათ შორის მათ უფლებას გამოხატონ თავიანთი თავი. მსოფლიო უყურებს“, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა „თვითერზე“, რომლის განცხადებაც მოგვიანებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზეც“ გავრცელდა.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჟინებით მოუწოდა ყველა სახელმწიფოს „საჯაროდ დაუჭირონ მხარი ირანელ ხალხს და მათ მოთხოვნებს უმთავრესი უფლებების დაცვისა და კორუფციის დასასრულებლად“.

 

კომენტარები: 1
#1   ბესო
      
არავის გადაუღუნონ, ხალხი უმთავრესია , ირანის რევოლუციურ მცველებს მისი აიატოლიანად სარებზე წამოაგებენ
31 დეკემბერი 2017 15:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი