კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“, რითაც გააფრთხილა აშშ, რომ მას არასოდეს ექნება შესაძლებლობა, დაიწყოს ომი
01-01-2018, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი „ყოველთვის ჩემ მაგიდაზეა“, რითაც გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მას არასოდეს ექნება შესაძლებლობა დაიწყოს ომი.

 


როგორც BBC იუწყება, საახალწლო სატელევიზიო სიტყვაში მან თქვა, რომ მთელი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წვდომის არეშია და დაამატა: „ეს რეალობაა და არა საფრთხე“.



ამავე დროს, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეას პოტენციური შერიგება შესთავაზა, აღნიშნა რა, რომ იგი „ღიაა დიალოგისათვის“.

 


მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა სეულის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდი გაგზავნოს.



კიმ ჩენ ინის მუქარის შესახებ პასუხის გაცემისას რეპორტიორების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მის მარ-ა-ლაგოს კურორტზე განაცხადა: „შევხედავთ, შევხედავთ“.

 

 

ნოემბრის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია მისწვდეს შეერთებული შტატების მთელ კონტინენტს. 

 


სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, ფხენიანმა ახლა უკვე მიაღწია თავის მისიას, გამხდარიყო ბირთვული სახელმწიფო.

 


რაკეტა „ჰვასონგ-15“, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის თქმით, „ყველაზე მძლავრია“, 29 ნოემბერს, გამთენიამდე იქნა გაშვებული.

 


ის იაპონიის წყლებში დაეშვა, მაგრამ უფრო მაღალ სიმაღლეებზე იფრინა, ვიდრე ამას მანამდე გაშვებული რაკეტების შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტამ 4 475 კმ სიმაღლეს მიაღწია და 53 წუთში 950 კმ იფრინა.

 


სააგენტოს ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი რაკეტის გაშვებას, „სიამაყით გამოაცხადა, რომ ახლა ჩვენ საბოლოოდ განვახორციელეთ სახელმწიფოს ბირთვული ძალების ჩამოყალიბების დასრულების დიდი ისტორიული საქმე“.

 

 

22 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე, რაც ფხენიანის მიერ ბოლოდროინდელი ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უკავშირდება.

 

 

შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული რეზოლუცია მოიცავს ზომებს, რომელიც ქვეყნის საწვავის იმპორტის 90%-ამდე შემცირებას ითვალისწინებს.

 


ჩინეთმა და რუსეთმა, ჩრდილოეთ კორეის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა რეზოლუციის სასარგებლოდ მისცეს ხმა.

 


ფხენიანის მიმართ აქამდე უკვე არაერთი სანქციაა დაწესებული აშშ-ის, გაეროს და ევროკავშრის მხრიდან.

 


ვაშინგტონი ფხენიანის მიმართ სანქციებს 2008 წლის შემდეგ აწესებს და მას უკვე გაყინული აქვს იმ ინდივიდების და კომპანიების ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან და ამავე დროს თეთრი სახლი კრძალავს საქონლის ექსპორტს და მომსახურებებს ქვეყანაში.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა. 


BBC-ის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები სრული ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასია. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის შეკავების გაძლიერება არის ერთადერთი გზა გაწბილებული იყოს შეერთებული შტატები. 

 

 

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰელიმ განაცხადა, რომ სანქციებმა „ფხენიანს უეჭველი შეტყობინება გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ შემდგომი უპატივცემულობა, შემდგომ დასჯას და იზოლაციას წარმოშობს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი