მალხაზ მაჩალიკაშვილი: ალაჰის წინაშე და საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს აზრადაც არ მოსვლია ცუდის გაკეთება და რომც მოსვლოდა აზრად ეს, ჩემი ხელით დავახრჩობდი
04-01-2018, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის კავშირს ტერორიზმთან გამორიცხავს.

 

 

„ვიცი, რომ ჩემს შვილს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კაცურად, გულწრფელად, ჩემი ჩეჩნურით, ალაჰის წინაშე და საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს აზრადაც არ მოსვლია ცუდის გაკეთება და რომც მოსვლოდა აზრად ეს, ჩემი ხელით დავახრჩობდი. ეს შეიგნოს ყველამ”, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც სუს-ის მიერ გასაჯაროვებულ კადრებთან დაკავშირებით ასევე აცხადებს, რომ „ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა გააკეთონ და შექმნან".

 

 

„ფული, რომელზეც ისინი აქცენტს აკეთებენ, ჩემმა ქალიშვილმა ჩამოიტანა ევროპიდან. ცდილობენ ხალხი დააჯერონ, თითქოს ეს ფული თემირლანის ოჯახიდანაა ამოღებული. არა და ეს ფული ფაქტობრივად გერმანიიდანაა წამოღებული. თემირლანს არანაირი ანგარიში არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს და რა არა, არ ვიცი. ევროპაში მეც მყავს საძმო და 100 დოლარი თუ ვინმემ გამოგზავნა, ეს იქნება. სხვა არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია. ასევე, ჩემმა უფროსმა გოგომ ჩამოიტანა ის ფული და ეს ყველამ იცის. ეს ფული ამოიღეს და უნდათ თქვან, ვითომ სადღაც თემირლანის სახელზე ფული იგზავნებოდა. არა და ეს აბსურდია”, აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 


მისი თქმით, სუს-ის მიერ დასახელებულ პირებს, ბორზიევსა და სოლტახმადოვს არ იცნობს.

 

 

„ჩემს შვილს თუ ვინმე შეხვდა და უთხრა ტელეფონზე დამირეკეო, ეგ არ ვიცი. ეგ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. ნებისმიერს შეუძლია ჩემთანაც მოვიდეს, მაგრამ არ ვიცი ვისზე საუბრობენ. მათ არც გვარებით ვიცნობ და არც სახელებით. ჩემი შვილი თბილისში სწავლობდა და აქ მე თვითონ შევიყვანე პროფესიულში. ადრე ოპერაციამდე ბავშვი საზოგადოებაში არ გამოდიოდა იმიტომ, რომ კომპლექსი ჰქონდა. რადგან რუსეთიდან წამოვედი, მინდოდა ჩემი შვილი საქართველოში გამეზარდა და აქ მიეღო განათლება და კულტურა”, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი