ჩარლზ კაპჩანი: "საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს"!
13-05-2015, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე და სხვა საკითხებზეც.   


დიახ, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია ამერიკელი მარალჩინოსნის ვიზიტის შესახებ, მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, რომ ბ–ნმა ჩარლზ კაპჩანმა ამ ორიოდე წლის წინ, ერთ–ერთ ინტერვიუში მეტად ყურადსაღები განცხადება გააკეთა საქართველოს შესახებ, რაც ქართული პოლიტსპექტრის თვალთახედვის არეალში არ მოხვდა, თორემ, ალბათ რეაგირება ექნებოდა... გთავაზობთ, ბ–ნი კაპჩანის ციტატას ამ ინტერვიუდან:"„საქართველო გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულ ვითარებაშია. მისი ნატოში გაწევრიანება რთულია, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ მისი ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ... საჭიროა მუშაობა რუსეთთან დასაახლოებლად, იმ იდეაზე უარის თქმა, რასაც, ვფიქრობ, სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყენებდა - რომ ყველაფერი თეთრი ან შავია, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია ან რუსეთის სატელიტი. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გამონახოს გზა, იყოს ერთიც და მეორეც - დაუახლოვდეს დასავლეთს და ამავე დროს, გააუმჯობესოს გეოპოლოტიკური და კომერციული კავშირები რუსეთთან... საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს და, აგრეთვე, აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატოში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრიანების თემა, ამიტომ არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება უახლოესი მომავლის საქმეა, მაგრამ არც იმას ვიტყოდი, რომ ეს არასოდეს მოხდება... შესაძლოა, თქვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდეთ, შესაძლოა, არ გახდეთ, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა თქვენს ქვეყანას გაცილებით უკეთეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენებს. ...ნატოს გაფართოება უფრო ამერიკული პროექტი იყო, ვიდრე გერმანული, ფრანგული ან ბრიტანული! ...შეერთებული შტატების კონგრესში, კაპიტოლიუმის მთაზე, საბჭოთა კავშირზე, რუსეთზე, როგორც პოტენციურ მტერზე საუბრები ჯერ კიდევ მიმზიდველია. ამიტომაც საქართველო დაინახეს, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს! ...ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში ეს ძალიან შორს წავიდა. ვაშინგტონი სააკაშვილს ისე მტკიცედ ამოუდგა მხარში, რომ სააკაშვილის მთავრობას შეემატა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა - მაგალითად, მოსკოვის პროვოცირება! ...დღეს შეერთებულმა შტატებმა ისწავლა გაკვეთილი და მომავალში უფრო ფრთხილი იქნება, რათა არ წააქეზოს ქვეყნები, წავიდნენ მეტისმეტად შორს და ჩამოაყალიბონ გამაღიზიანებელი ურთიერთობები რუსეთთან“.

 

 

P.S. თუმცა, უკრაინის მოვლენების დაწყებისას, ვაშინგტონმა "მაინც" ბევრი რამ ვერ გაითვალისწინა! დღეს კი, როცა 2  წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ–ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტს ეწვია სოჭში, სადაც 4 საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა, სავარაუდოა, რომ  ბ–ნი კაპჩანის ვიზიტი თბილისში რაღაც "ახალი სიოს" მომასწავებელი იყოს, თანაც მისი პოლიტიკური ხედვების გათვალისწინებით, მოსალოდნელია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიის გარკვეული "შერბილება" მთლიანად კავკასიის რეგიონში და კერძოდ საქართველოში, რაც აიხსნება უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობით, რომელიც შეუძლებელია დასავლეთის მხრიდან რუსეთის ფედრაციასთან კომპრომისული დიალოგის გარეშე!...


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი