რამზან კადიროვი: ირანს „ტროას ცხენს” უმზადებენ
05-01-2018, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის მხარდაჭერის შესაძლო გაწევასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებს.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი" ავრცელებს.

 


„დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს საგრძნობ მხარდაჭერას გაუწევს, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. ირანს „ტროას ცხენს” უმზადებენ“, დაწერა რამზან კადიროვმა „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს რომ „მსოფლიო უყურებს“, თუ როგორ პასუხობს ირანული ხელისუფლება ანტი-სამთავრობო პროტესტს, რომელმაც რამდენიმე ქალაქში იფეთქა.

 


თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანელებს ყელში ამოუვიდათ „რეჟიმის კორუფცია და მის მიერ ერის სიმდიდრის ტერორიზმის დაფინანსებაში გაფლანგვა“.

 

 

„ირანულმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისი ხალხის უფლებებს, მათ შორის მათ უფლებას გამოხატონ თავიანთი თავი. მსოფლიო უყურებს“, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა „თვითერზე“, რომლის განცხადებაც მოგვიანებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „თვითერზეც“ გავრცელდა.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჟინებით მოუწოდა ყველა სახელმწიფოს „საჯაროდ დაუჭირონ მხარი ირანელ ხალხს და მათ მოთხოვნებს უმთავრესი უფლებების დაცვისა და კორუფციის დასასრულებლად“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი