ტრაგიკულად დაღუპული პოლ უოკერის 25 მილიონი დოლარის ქონება მის ქალიშვილს ერგო
05-02-2014, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანდერძის თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა საკუთარი ქონება, რაც 25 მილიონ დოლარს შეადგენს, ერთადერთ 15 წლის ქალიშვილს – მედოუ უოკერს დაუტოვა. ანდერძში პოლ ვოკერს ოჯახის სხვა წევრები არ მოუხსენიებია.

 


ცნობილია, რომ მედოუ უოკერი დედასთან – რებეკასთან ერთად ჰავაიზე გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებში გოგონა მამასთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობდა. პოლ უოკერის გარდაცვალების შემდეგ, მედოუ საცხოვრებლად ისევ დედასთან გადავიდა.

 

 

უცხოური პრესა იმასაც წერს, რომ მსახიობის ქონებაზე პრეტენზიას მისი ოჯახის სხვა წევრებიც აცხადებენ და ისინი, პოლ უოკერის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას გეგმავენ.

 


შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ფილმ "ფორსაჟის" მთავარი გმირი პოლ უოკერი კალიფორნიაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


როგორც ცნობილია, მსახიობი ავტომობილს თავად არ მართავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6458 

კომენტარები: 1
#1   tatia mumladze
      
ვაიმე გენაცვალე ძალიან მიყვარხარ.. ახლახანს გავიგე მისი ამბავი და ძალიან ცუდად გავხდი. დღეს ოთხშაბათს 28მაისს იყო მისი ფილმი GMG_ზე და მაგ დროს გავიგე მისი ამბავი და ძალიან,ძალიან,ძალიან მეწყინა................... ძ ა ლ ი ა ნ love love მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !

ციტატა: tatia mumladze
ვაიმე გენაცვალე ძალიან მიყვარხარ.. ახლახანს გავიგე მისი ამბავი და ძალიან ცუდად გავხდი. დღეს ოთხშაბათს 28მაისს იყო მისი ფილმი GMG_ზე და მაგ დროს გავიგე მისი ამბავი და ძალიან,ძალიან,ძალიან მეწყინა................... ძ ა ლ ი ა ნ love love მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !


იქნებ მომწეროთ facebook-ში როდის დაიღუპა პოლ უოკერი? ძალიან მაინტერესებს
28 მაი 2014 05:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი