შს მინისტრის მოადგილე: ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის
08-01-2018, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგი გამართა.

 

 

ნინო ჯავახაძის თქმით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

 

 

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა/არ დაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს“, განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ე.წ. „ბიოსგან“ გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია“, აღნიშნა მან.

 

 

ნინო ჯავახაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც, ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

 

 

„როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს მარიხუანას ნაწილში დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებს შესაბამის საკანონდებლო მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

 

ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი. ამ საკითხზე, მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი დამატებით განცხადებას გააკეთებს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, როგორც ამას უწყების პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი