პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაკავებული ზურაბ იდოიძესთან ადვოკატი შევიდა. დავით მოდებაძე აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს.
„დაკავების ოქმი არ მინახავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვხდები პირველად. ღამის 3 საათზე მოიყვანეს აქ. რა მუხლით არის დაკავებული, ვერაფერს ვიტყვი. გავესაუბრები და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. სანამ ბრალს არ წარუდგენენ, საქმის მასალებს ვერ გავეცნობი”, განაცხადა დავით მოდებაძემ სუს-ის შენობაში შესვლის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ზურაბ იდოიძე ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით გუშინ ახმეტაში დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.