სახალხო დამცველი: მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს პანკისში სპეცოპერაციის დროს
10-01-2018, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, ომბუდსმენის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა დადგინდეს, პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი.

 

 

„მინდა, გამოვეხმაურო სპეცოპერაციის დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს. მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. მე, როგორც სახალხო დამცველი ვიძლევი პირობას, რომ მაქსიმალურს ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ, რათა დადგინდეს სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს და აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე”, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 1
#1   ვახტანგი ტყეშელაშვილი
      
ძალის გადამეტებას რომ ჰქონდა ადგილი ეს ისედაც ცხადია,უიარაღო ადამიანს ესროლეს...
10 იანვარი 2018 04:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი