თავდაცვის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
10-01-2018, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის პრინციპული მხარდაჭერა, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან განიხილა. ლევან იზორიამ ფატმა ჯერენ იაზგანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თურქ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა მადლიერებით აღნიშნა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე, ასევე, სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება წვრთნებსა და საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.

 


მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზეც იმსჯელეს. ამ კონტექსტში საუბარი სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს შეეხო.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თურქეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი, გიზენ შენი დაესწრნენ.

 

 

ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზექი ლევენთ გურმუქჩუ შეცვალა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ასრულებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი