ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
11-01-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ასეულის გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოსებ ნოლტე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნაკრები ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა „მტკიცე მხარდაჭერის„ მისიაში მონაწილეობისთვის.

 

 

ცერემონიალის დასასრულს ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დალოცა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 6 თვე იმსახურებენ. ქვედანაყოფი IV მექანიზებული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

 

 

ავღანეთში გამგზავრებამდე ნაკრებმა ასეულმა, მაიორ გიორგი ნოზაძის მეთაურობით, 2-თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა. გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა „შვარცენბორნის“ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განახორციელეს. ჰამელბურგში სერტიფიცირების შემდეგ, ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზადა არის მასზე დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი