კახა კალაძე იან კელის შეხვდა
11-01-2018, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

 

 

თბილისის მერმა აშშ-ის ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ ქალაქის ეფექტური განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა.

 

 

„დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით, თუ რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს. ვისაუბრეთ ასევე, პრიორიტეტებზე, რაც ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგებას ეხება. საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, წარმოვადგინოთ სტრატეგია, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება“, განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

იან კელის თქმით, დასაფასებელია ის ძალისხმევა და აქტიურობა, რომელსაც დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა თბილისის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს.

 

 

აშშ-ის ელჩმა თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერს შევხვდი. მისგან მოვისმინე, თუ რა მიაჩნია ქალაქის განვითარების პრიორიტეტებად. თბილისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს. ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ჩვენც - საელჩოს, რადგანაც თბილისის ნაწილი ვართ“, აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

 

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი