დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა
12-01-2018, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტრამპის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა.

 


ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს.

 

 

ვიზიტი ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ემთხვეოდა.

 

 

ტრამპმა განაცხადა, რომ ის საელჩოს ახალი შენობის „დიდი გულშემატკივარი არ არის".

 

 

„ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, რადგან არ ვუჭერ მხარს ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? არა!“ დაწერა დონალდ ტრამპმა „თვითერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

 

 

2017 წლის იანვარში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონში ჩავიდა. ტრამპმა მეისგან დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მიპატიჟება პრემიერ მინისტრის აღნიშნული სტუმრობის დროს მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი