მამუკა ბახტაძის თქმით, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს
12-01-2018, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

„ფინანსთა სამინისტრო იწყებს მეწარმეებისთვის იმ მასშტაბური რეფორმის აღსრულებას, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გასულ წელს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დროს. ამავე დროს, ეს რეფორმა განვიხილეთ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს საქართველოს პარლამენტში და ეხება დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვას, რაც წარმოადგენს ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ამოცანას. გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას სჭირდება ორი კვარტალი, ამის შემდგომ აუცილებელია პერიოდი მისი დანერგვისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად მომდევნო კვირის ორშაბათიდან დავიწყოთ დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნება ქართველი მეწარმეებისთვის", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, რომ ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობები და დადებითი შედეგები.

 

 

„ის სექტორები და ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად კრიტერიუმს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს 5-დღიან ვადაში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას, ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო დრო სჭირდებათ, რომ აღნიშნული კრიტერიუმები დააკმაყოფილონ, ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ 14-დღიან ვადაში დაუბრუნოს დღგ-ს ზედმეტობის ის ოდენობა, რაც მათ ობიექტურად ეკუთვნით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ ბიზნესს დამატებით არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი