სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
12-01-2018, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

 

 

„თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი  დაზიანებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ.-ს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გ.ლ.-სთან  სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სავარჯიშო გირი გ.ლ.-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

 


გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.ლ.-ს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე ი.ჩ.-ს და ზ.ჩ.-ს ხელკეტით  განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გ.ფ.-ს სცემა და  ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ ზ.მ.-მ 2017 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ზ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და  ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

 


სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. 

 


თელავის რაიონულმა სასამართლომ ზ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, თავშეკავება გამოიჩინოს.

სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხურა, რაც პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში ისეთ პირობებში, როცა ერთი და იგივე პარტია აკონტროლებს კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს
  2. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
  3. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქაბულის სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმა წამოიწყეს
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  5. ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გურჯაანში მერების და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასები 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი უზრუნველყოფა ბიუჯეტს ჯამში რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დაუჯდება
  6. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  7. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  8. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  9. გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს
  10. ზაქარია ქუცნაშვილი: თიანეთის საკრებულომ ხალხის ინტერესებს ბოლომდე უერთგულა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი