ირაკლი კობახიძე: „ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ განხილვების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპატრიარქოს მონაწილეობა“
12-01-2018, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ფართო განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული.

 

 

„ძალიან ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ასევე, საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიზანი არის ერთი და ის ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას გულისხმობს.

 

 

„მიზანი აქვს ყველას ერთი - მიზანი არის მოხმარების შემცირება საქართველოში და ასევე, მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, ვერ ვთანხმდებით ჩვენ ხშირად, სხვადასხვა მხარეები ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა. ასევე, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა ზუსტად ამ გზებთან დაკავშირებით. არის ნაწილი დეპუტატებისა, რომელსაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის მეორე ნაწილი დეპუტატებისა, რომლის აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა მიზნების მიღწევისთვის.

 

 

მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები, თუნდაც, სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები არ მინახავს, არ მომისმენია. ასეთები არის ჯერ კიდევ შესამუშავებელი და დასამუშავებელი, და მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დღემდე ჩვენ გვესმის მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, რაც არის ძალიან სამწუხარო“,  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი