ირაკლი კობახიძე: „იმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება“
12-01-2018, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება.

 

 

„ვეტოს დადება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, ჩვენი უფლებამოსილება არის ამ ვეტოს განხილვა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოდით, წინასწარ ნუ ვიტყვით რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ნებისმიერ ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ შემთხვევაშიც გვექნება მსჯელობა და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ვეტო იქნება არგუმენტირებული. ჩვენ ბოლო შემთხვევა გვახსოვს, როცა საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსს და როცა საქმე ეხებოდა თვითმმართველობის კოდექსს, იქ იყო ნულოვანი არგუმენტები წარმოდგენილი პრეზიდენტის მხრიდან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტებით იქნება დასაბუთებული პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავიზიარებთ თუ არ გავიზიარებთ არგუმენტებს, ეს მეორე საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, პრეზიდენტის პოზიცია იქნება დასაბუთებული წინა შემთხვევისგან განსხვავებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი