ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის მკვიდრი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც მწყემსებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე, ნიალის მთაში მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. იგი დანაშაულს აღიარებს.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით დაიწყო. შსს–ში მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.