20 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში საერთაშორისო აეროპორტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ცნობით, აეროპორტში შეტაკება ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. ტელეკოპანიის ინფორმაციით, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება ალ-ბაქარი, რომლებსაც შეუერთდნენ აღმოსავლეთ ლიბიიდან დევნილი რადიკალები.
თავდამსხმელებს დაუპირისპრდა დაჯგუფება „სპეციალური წინააღმდეგობის ძალები“, რომლებიც აეროპორტს აკონტროლებენ. მოგვიანებით, მათ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადეს, რომ თავდასხმის მოგერიება შეძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.