NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი, 26%-სთვის მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.
ამავე კვლევის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 72%-სთვის ნატო-ს წევრობა მისაღებია, 23%-სთვის მიუღებელია, 5%-მა არ იცის.
დიდ ქალაქებში რესპონდენტთა 67%-სთვის ალიანსის წევრობა მისაღებია, 26%-სთვის მიუღებელია, 6%-მა – არ იცის.
კვლევის თანახმად, პატარა ქალაქებში NDI-ის გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა, 21%-სთვის – მიუღებელია, 7%-მა არ იცის.
რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გამოკითხულთა 63%-სთვის ნატო-ს წევრობა მისაღებია, 28%-სთვის მიუღებელია, 9%-მა არ იცის.
უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხული რესპონდენტების 36% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ნატო-ს წევრობა, 35%-სთვის – მიუღებელია, 29%-მა არ იცის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.