„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული სააპელაციო სასამართლოში მივიდა
17-01-2018, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კლუბ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრება. ქვლივიძე სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

 

 

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა მესხმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველად არის სასამართლო ორგანოში და პირველად ჰქონდა შეხება სამართალდამცველ ორგანოებთან.

 

 

„არც ერთი ჭრილობა არ არის შემავალი და სიცოცხლისთვის საშიში. ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურას გამოკითხული ჰყავდა ექიმი, რომელმაც განუცხადა, რომ არც ერთი ჭრილობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. ნასერი ჭრილობა მიიღო, შეიძლება მიიღო გაშველების დროს ან სხვა რაიმე მოქმედების დროს. დაცვის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. მე არ ვამართლებ. რომ ვამართლებდე, მოვითხოვდი, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ. ის მარტო მოქმედებდა. ის აღიარებს, რომ ჰქონდა დანა, ამოიღო და გაშველების დროს, როცა მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, იქნევდა“, განაცხადა ზაზა მესხმა.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს.

 

 

თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

 

 

13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი