„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატმა თამარ ჩუგოშვილისა და ნათია მეზვრიშვილის განცხადებებს უპასუხისმგებლო უწოდა
17-01-2018, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა, ზაზა მესხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე მოგახსენებთ – მან თქვა, რომ სასამართლოს რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება. ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ საქმე გვქონდა პოლიციელების თავდასხმაზე.

 

 

ისინი პირდაპირ ერევიან სასამართლოს საქმიანობაში. ისინი აკეთებენ ზეპირ და უპასუხისმგებლო განცხადებებს. იმედი მაქვს, თქვენ ამას გაუძლებთ. თქვენი გადაწყვეტილებით ამას შევაფასებთ“, განაცხადა ადვოკატმა.

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს.

 

 

თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

 

 

13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი