გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
17-01-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

 

 

საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა, 2017 წლის განმავლობაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტიური ჩართულობით გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მთელი ციკლის ლოგიკური და რაციონალური გაგრძელება იყო.

 

 

შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა. ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. ნატოს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი დონე დადებითად შეაფასა. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.

 

 

ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ხაზგასმით აღნიშნეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წელს, ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.

 

 

ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები წელს, ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე განიხილება.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე პარტნიორ ქვეყნებთან „ნატოს საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისა“ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომებსაც დაესწრო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი