ამირან გამყრელიძე: არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის ინტერვენციის დისკრედიტაცია ​გამიზნულად ხდება
17-01-2018, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ეხმაურება ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც, საქართველოში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 222 დოზა ვაქცინა გაიხარჯა.

 

 

„ჩვენი განცხადება ეხება იმ საკითხს, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია – პუბლიკაციამ იმუნიზაციის პროცესზე.

 

 

ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენჯერმე აქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის, მათ შორის, გუშინწინ სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართებულობა, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი და აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის არგუმენტებს. იყო შეპირება, რომ ეს საკითხი მოიხსენოდა.

 

 

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის ინტერვენციის დისკრედიტაცია ​გამიზნულად ხდება, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან.

 

 

მოგეხსენებათ, რომ მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ საზოგადოებას არ მოუგონია, რომელმაც გადაარჩინა მილიონიობით ადამიანის სიცოცხლე.

 

 

მათ შორის, დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლვათ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმური ვაქცინაცია, რომელიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ. ერთადერთი, ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა, უმჯობესდება ქვეყანაში აცრები და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო.

 

 

სწორედ ამის შედეგი არის ის, რომ პირველად 25 წლის განმავლობაში ბოლო სამი წელია, ქვეყანაში არც ერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და დღეს ხდება პუბლიკაცია სწორედ ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ვაქცინა 2015 წელსაა შემოსული ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

 

ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა ქვეყანაში გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ვაქცინის შემოტანიდან ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში.

 

 

2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის დაუყოვნებლივი ამოღება არ უნდა მომხდარიყო. როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება გამოდგეს სასიკვდილო. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებს“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც აუდიტის სამსახურს მოუწოდა, რომ აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ შედგეს შეხვედრა.

 

 

„გამოთხოვიდან დაახლოებით თვენახევარში დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ამოღება, რადგან ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება. დაახლოებით, 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში ახალი ვაქცინა გამოიყენებოდა.

 

 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ვაქცინის გამოყენების მთელი ერთი წლის განმავლობაში გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულა. მათ შორის, ხაზს ვუსვამ, რომ 2015 წლიდან ერთ-ერთი დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გვაქვს, როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო ცოფის 21 შემთხვევა 1996-1997 წლებში. ამის შემდგომ, ქვეყანაში ყოველთვის იყო ცოფის 3-4-5 შემთხვევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვისა. დღეს, სამწუხაროდ, პრესაში ჩნდება სწორედ მცდელობა – არ მინდა კიდევ ვიფიქრო, რომ ამას რამე გამიზნული დანიშნულება აქვს და ალბათ, სასურველია და მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს, კიდევ გაიმართოს ჩვენთან შეხვედრა, რათა აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება გააკეთოს“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი