კახა კალაძე: მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით - თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით
18-01-2018, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე 95-ე ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც მშობლებს „ფეისბუქის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში მიმართა და ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

 

„ვიმყოფებით 95-ე ბაგა-ბაღში. მივიღე გადაწყვეტილება, გაფრთხილების გარეშე მოვსულიყავი ერთ-ერთ ბაღში, რადგან იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბაღებში კვების რაციონი არის შემცირებული და ბავშვები არიან საჭმლის გარეშე.

 

 

დღეს მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე ამის შესახებ და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. გაჩვენებთ, როგორ მუშაობენ ქალბატონები და ამზადებენ პატარებისთვის ხაჭაპურს. დღეს სადილზე თევზი ჰქონდათ პიურესთან ერთად. გამოვაქვეყნეთ მენიუ, თუ რითი იკვებებიან ბავშვები. თქვენ ხედავთ, როგორი ნორმალური პირობებია სამზარეულოში, სადაც მათთვის საკვები მზადდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საკვები ბავშვებისთვის საკმარისია. ერთადერთი რისი შემცირებაც მოხდა შაქარი და მარილია, ისიც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის. სწორი კვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია არის საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული. Unicef-ი იყო ჩართული საკვების რაციონის, მენიუს მომზადებაში, თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტი და იმის გათვალისწინებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

 

 

კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პრობლემა კვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ კომპანია, რომელთანაც არის ხელშეკრულება გაფორმებული, ეს არის ერთთვიანი ხელშეკრულება, როგორც ვიცი. ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით ყველა იმ კომპანიას, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ ცნობილი გახდება გამარჯვებული კომპანია. მინდა ყველა დავაწყნარო და მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით. თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით.

 

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი შემცირება შაქარზე და მარილზე მოხდა, ისევ და ისევ ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩრდილი მიაყენოს ბაგა-ბაღებში მომუშავე პერსონალს, თბილისის მერიას და თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს შვილებზე, ჩვენს პატარებზე და მომავალ თაობებზე“, განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც მანამდე მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი