ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
18-01-2018, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარე XVII საუკუნის ჩხერის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

„ციხე აგებულია მაღალი მთის თხემზე, რომელიც ხეობაშია შეჭრილი და მთლიანად აკონტროლებს მდ. ჩხერიმელას ხეობას. ციხის ფუნქცია, როგორც ჩანს აქ გამავალი ქართლ-იმერეთის ერთ-ერთი მთავარი გზის კონტროლი იყო. მის შესახებ მონაცემები მოგვეპოვება ისტორიულ წყაროებში და დოკუმენტებში. ვახუშტის ცნობით, ჩხერის ციხე მაგარი და მტრისგან აუღებელი ციხე იყო. 1738 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე მეხუთემ ის ნიკოლოზ აბაშიძეს უბოძა, რომელმაც 1762 წელს მეფე სოლომონ პირველს მიყიდა. 1774 წ. ამ ციხესთან მოხდა ცნობილი ჩხერის ბრძოლა, რომლის დროსაც სოლომონ პირველმა ოსმალები სასტიკად დაამარცხა.

 

 

ციხე ნაგებია ნაგეხი ქვით დუღაბზე. კარგადაა შეწყმული რელიეფს და მისი კონფიგურაცია რელიეფს მიყვება. მისასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან - მთის ფერდიდან აქვს. დანარჩენი სამი მხარე მას ფლატეზე აქვს. ციხე ორი ნაწილისგან შედგებოდა: გალავანი და შიდა ციხე. გალავნის მცირე ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდილოეთით - მისადგომი მხარისკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთით იმ ადგილას, სადაც ფლატე შედარებით ნაკლებადაა დახრილი. შიდა ციხე, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა. დასავლეთით სასახლეა, აღმოსავლეთით - აკროპოლისი. სასახლე ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმა აქვს. დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლები ყრუ ქონდა. აღმოსავლეთის კედელი კი, რომელიც ამჟამად მთლიანად დანგრეულია, აკროპოლისთან მაკავშირებელი იყო და აქედან უნდა ქონოდა კარიც. პირველი სართულის დონეზე დასავლეთის კედელში თაღჩები ქონია დატანებული. მეორე სართულზე კი სათოფუ-სარკმლებია ჩამწკრივებული. აკროპოლისი სასახლის აღმოსავლეთითაა. შედგებოდა გალავნისა და მასში ჩართული კოშკებისგან. ამჯამად შემორჩენილია ორი კოშკი - სამხრეთის და აღმოსავლეთის. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიდან მხოლოდ პირველი სართულის დონეზე ორი კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი შედარებით უკეთაა დაცული. ის კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედია, ოდნავ ზევითკენ შევიწროვებული. ამჟამად შემორჩენილია ორი სართულის დონეზე. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აღმოსავლეთ კედელში სათოფურ-სარკმელი აქვს. პირველი სართულის დონეზე ამავე მხარეს ჩაყრილია მცირე ზომის ქვევრები. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების ყოფილა. კოშკი სასახლესთან გალავნითაა დაკავშირებული", ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 1
#1   UanmazFug
      
Народ кто желает играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный интернет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
10 მაი 2018 14:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი