მამუკა ბახტაძე: 2017 წლის ბიუჯეტში აისახა თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას
19-01-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც გამოხატა მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა.

 


ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დადებითია დინამიკა ისეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში როგორიცაა დაგეგმილთან მიმართებაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლების ტენდენცია, ექსპორტის ზრდის მაღალი მაჩვენებელი როგორც სასაქონლო ისე მომსახურების სფეროში, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალურ პოლიტიკით.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტში აისახა თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ინვესტიციების ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. როგორც მან განაცხადა, რეფორმამ მნიშვნელოვანი რესურსი შექმნა კერძო სექტორის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

 

 

მისი თქმით, ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების პაკეტი, საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2017 წელს მიღწეულ შეთანხმებას ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, რომელის პირველი მიმოხილვა წარმატებითაა დასრულებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი