კახა კალაძე: მერიამ, თბილისის გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართვისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა
22-01-2018, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რომ „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული გენგეგმის დოკუმენტაციის შეფასების პროცესში ჩაერთონ.



როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი და სწორი განვითარება.

 

 

„დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა” მოითხოვა 45-დღიანი ვადა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა. ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი ჩართულობა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში. აქტიური კონსულტაციების შედეგად მოხდა შეთანხმება თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის, შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპორდმა“, რომელიც არის მერიის სტრატეგიული პარტნიორი, გამოთქვეს მზადყოფნა მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესის უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის” მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები, ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლობის დოკუმენტში ასახვის კუთხით. მერია უზრუნველყოფს ყველა ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებას ყველა დოკუმენტაციას, რაც გენგეგმაზე მიუღია თბილისის მერიას, მივაწვდით ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მუშაობის დაწყება”, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი