საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის
22-01-2018, 17:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის, ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა თომას ბახს, პირისპირ შეხვედრისას დეტალურად გააცნო საქართველოს პოტენციალი და ისაუბრა იმ თვალსაჩინო და ხელშესახები შედეგების შესახებ, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა, საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში.

 


პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

 

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება.

 


„ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს", განაცხადა თომას ბახმა.

 


შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა საერთაშორისო ოლიმიური კომიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

 

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი დაასაჩუქრა დამფუძნებლის მედლით, რომელსაც კომიტეტი, ტრადიციის შესაბამისად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გადასცემს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი