Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნითაა დაინტერესებული
23-01-2018, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მომსახურების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Wipro საქართველოში მსხვილი სერვისცენტრის შექმნით არის დაინტერესებული, საიდანაც მომსახურების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა, ჯასტინ დალალმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

 

შეხვედრისას გადაწყდა, რომ Wipro საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის.

 

 

პრემიერი კომპანიის ვიცე პრეზიდენტს ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მეწარმეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ჯასტინ დალალს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე. აღინიშნა, რომ არაერთი ფაქტორის, მათ შორის ბიზნესისადმი მეგობრული გარემოსა და ხელსაყრელი მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის უდიდესი პოტენციალი.

 

 

ყოვლისმომცველი სერვისებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანია Wipro 6 კონტინენტზე ოპერირებს. დასაქმებული ჰყავს 170 ათასამდე თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ გასულ წელს 8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი