დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
01-02-2018, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება.

 


„პირველმა ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დღეს არსებული მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის და სავაჭრო-ეკონომიკური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, რომლის დროსაც მიღებული გადაწყეტილებები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის დაახლოებას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო პერიოდში იზრდება ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ბელარუსს შორის. მაგალითად, 2017 წელს ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით გაიზარდა, ასევე მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც - ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით. ამავე დროს, შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია.

 


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ერთობლივი სამრეწველო-საამწყობო საწარმოების განვითარება საქართველოში და სხვა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობაზე ტურიზმის სფეროში, რომლის ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდამ. 2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ბელარუსელი მოგზაური ჩამოვიდა წინა წელთან შედარებით.

 


მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა. შეხვედრაზე აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაახლოებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას", ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი