„არმაზმა“ „რუსთავის ხარები“ 22:17 დაამარცხა - მატჩის „მთავარ გმირად“ სანდრო სვანიძე დასახელდა
03-02-2018, 20:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქალაქ რუსთავის სარაგბო სტადიონზე „დიდი 10“-ის მორიგი შეხვედრა „რუსთავის ხარებსა“ და „არმაზს“ შორის გაიმართა. მატჩი, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია „რაგბი TV“-ის ეთერით გადაიცემოდა, „არმაზის“ გამარჯვებით დასრულდა.

 


„რუსთავის ხარებმა“ თამაშის პირველივე წუთებში ლელოს დადება მოახერხეს. მისი ავტორი ბიძინა ჯიმშიტაშვილი გახდა, თუმცა გარდასახვა ბასილაიამ არაზუსტად შეასრულა, და ანგარიში 5:0 დარჩა.

 


ამის შემდეგ „არმაზი“ მეტოქის კარების სიახლოვეს არაერთხელ აღმოჩნდა დომინანტურ მდგომარეობაში, თუმცა კარგა ხანს ანგარიშში ცვლილება არ დაფიქსირებულა. მხოლოდ მე-20 წუთზე მოახერხეს „არმაზის“ მორაგბეებმა გადამწყვეტი შეტევის წარმართვა მოლის სახით და გუნდის მეხუთე ნომერმა, ბესო ბარბაქაძემ ლელოს დადება მოახერხა. მე-10 ნომრის, ხურცილავას შესრულებული გარდასახვა კი არაზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 5:5 დარჩა.

 


25-ე წუთზე კი „რუსთავის ხარებმა“ მორიგი შეტევა წამოიწყეს და ქანდაურაშვილმა შესანიშნავი ლელო დადო, ბასილაიამ კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 12:5 გახდა.

 


34-ე წუთზე „არმაზი“ კვლავ დაწინაურდა. ამჯერად ლელო გუნდის მე-15 ნომერმა, სანდრო სვანიძემ დადო, რომელსაც კომენტატორებმა „საუკეთესო“, „ლამაზი“ და „კლასიკური“ უწოდეს. გარდასახვა დვალიშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.

 


მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, „რუსთავის ხარების“ შეტევა არაფექტური აღმოჩნდა, ხოლო „არმაზისა“ კი ნაყოფიერი. თამაშის მე-40 წუთზე „არმაზის“ მეორე ლელოს ავტორის, სვანიძის და მისი თანაგუნდელის, კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით ნიკა წიკლაურმა კარგი ლელოს დადება შეძლო, რის შემდეგაც შესრულებული დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა, შესაბამისად ანგარიში 17:12 დარჩა.

 


კომენტატორებმა პირველი ტაიმის მთავარ გმირად სანდრო სვანიძე დაასახელეს.

 


მატჩის მეორე ნახევრის თითქმის 20 წუთი შედარებით დუნედ წარიმართა, თუმცა 61-ე წუთიდან „რუსთავის ხარები“ საკმაოდ გააქტიურდნენ და მორიგი ლელოს დადებაც მოახერხეს - ანგარიში 17:17 გახდა. ლელოს ავტორი ქავთარაძე გახდა. გარდასახვის არაზუსტი შესრულების გამო, თამაშის 66-ე წუთზე კი ანგარიში უცვლელი დარჩა.

 


75-ე წუთზე „არმაზის“ მე-15 ნომერმა, სანდრო სვანიძემ შესანიშნავი თამაში წამოიწყო და მისი წყალობით, გუნდის კაპიტანმა, ლიპარტელიანმა კომენტატორის თქმით, „სუპერ-ლელო“ დადო, რასაც მეორე კომენტატორმა „საოცრება“, ხოლო სვანიძეს „დღევანდელი მატჩის გამორჩეული მოთამაშე“ უწოდა.

 


სვანიძე მართლაც არაერთ მოწინააღმდეგეს დაუსხლტა ხელიდან, მისი უსწრაფესი მოძრაობის შეჩერება და შებოჭვა მეტოქეებმა ვერანაირად ვერ შეძლეს და „არმაზის“ მე-15 ნომრის შესანიშნავი თამაშის და ბურთის კაპიტნისთვის დროული გადაწოდების და ლიპარტელიანის დადებული ლელოს წყალობით გუნდი 5 ქულით დაწინაურდა - ანგარიში 22:17 გახდა, რაც ჯინჭველაშვილის არაზუსტად შესრულებული გარდასახვის გამო უცვლელი დარჩა. სწორედ, თამაშის 75-ე წუთზე დადებულმა ლელომ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

 


თამაშის 77-ე წუთზე „არმაზის“ კიდევ ერთი მორაგბე, კვესელაძე ძალზე სწრაფად და ოსტატურად გაიჭრა მეტოქის მეორე ნახევარზე, ლელოს დადებასთანაც საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა იგი „რუსთავის ხარების“ მოთამაშემ, ბასილაიამ შებოჭა.

 

 

 


შეხვედრის მე-80 წუთზე მეტოქე გუნდების მოთამაშეთა შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და მოედანზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, თუმცა ის, ისევე როგორც თამაშის ძირითადი დროც, მალევე ამოიწურა - „რუსთავის ხარების“ მოთამაშე ქანდაურაშვილს მსაჯმა წითელი, ხოლო „არმაზის“ მორაგბე მინაშვილს კი ყვითელი ბარათი მისცა, დღევანდელი მატჩი კი „არმაზის“ გამარჯვებით, ანგარიშით 22:17 დასრულდა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ani
      
Საინტერესოა ახლა როცა ნაკრებშია ასე აქტიურად რატომ არ ჩანს
17 ნოემბერი 2021 00:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი