საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
07-02-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში იტალიის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოში იტალიის ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და იტალიის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

 

 

ლელა ჩიქოვანმა მათ მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ აღნიაშვილმა და იტალიის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსმა, კაპიტანმა, ფრანჩესკო პროკაჩინიმ მოაწერეს. საქართველოს თავდაცვის უწყება იტალიასთან ორმხრივ ფორმატში 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი