გიორგი მარგველაშვილი: არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეკონომიკური სირთულეებისას, ჩვენი დედები, დები და ძმები, გადარჩენის შესაძლებლობას საბერძნეთში პოულობდნენ
9-02-2018, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბერძნეთში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

 


შეხვედრას, ქართველი და ბერძენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საბერძნეთში მოღვაწე ქართველები და დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ, გეოპოლიტიკურ პარტნიორობას და მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოში რთული ეკონომიკური ვითარების დროს საქართველოს მოქალაქეებმა საბერძნეთში მიიღეს.

 


„განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს საბერძნეთი და ბერძნები და, მაშინ, როდესაც ასეთი სიყვარული აგრეთვე მხარდაჭერილია იმ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის და ერთიანი პოლიტიკური პროცესის ემოციებით, ეს კიდევ უფრო მეტს და უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენს აქ ყოფნას.

 


მიხარია, რომ აკადემიურ საზოგადოებასთან - ჩვენს მეგობარ ბერძნებთან ვარ და მათთან ერთად ვზეიმობ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს - ჩვენს ქვეყანაში უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს.

 


აქვე, ბუნებრივი იქნებოდა, ბერძნული საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა, რომ, პირველივე ფაკულტეტი, რომლის ირგვლივაც დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო სწორედ კლასიკური ბერძნული ფილოლოგიის კათედრა.

 


ჩვენი ქვეყნის არჩევანი, რომ იყოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არის სრულ თანხმობაში ჩვენს ისტორიულ წარსულთან, იმასთან, რაც ჩვენმა წინაპრებმა განსაზღვრეს, როგორც საფუძველი და სახე ჩვენი ერისა.

 


როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად დაატყდა 90 -იან წლებში, ჩვენს თაობას, რომელსაც ძალიან რთული ეკონომიკური პროცესების გავლა მოუხდა, არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დედები, დები, ძმები იმ ეკონომიკურ სირთულეებში პოულობდნენ თავის გადარჩენის შესაძლებლობას და ამავე დროს ჩვენი დახმარების შესაძლებლობას, ვინც ქვეყანაში ვრჩებოდით.

 


სწორედ. საბერძნეთისნაირ ქვეყანაში და ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით იმისთვის, რაც ამ თვალსაზრისით საბერძნეთმა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პიროვნული ტკივილი და ტრაგედიაა იმ ადამიანებში, ვინც მაშინ საქართველო შემოსავლის საშოვნად დატოვა,” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 


დიასპორის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, უფრო მეტად დაფასდნენ ღვაწლმოსილი ემიგრანტები და ასევე გაგრძელდეს ის საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით საბერძნეთში განხორციელდა.

 


პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დიასპორებმა და ემიგრაციაში წასულმა პირებმა ზიდეს უმძიმესი ტვირთი და რთულ ვითარებაში გადაარჩინეს ოჯახები საქართველოში.

 


საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ასევე დაინტერესდნენ ორმაგი მოქალაქეობის საკითხით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე სახელმწიფოში პრობლემები არ იქმნება და მარტიდან პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდება.

 


შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ქართული დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გახსნილი ორი გამოფენა დაათვალიერეს. უნივერსიტეტში გამოიფინა საარქივო მასალა და წიგნები, რომელიც ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ასახავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს.

ჩრდილოეთ კორეას „ძალიან დიდი სურვილი“ აქვს მოლაპარაკებები გამართოს შეერთებულ შტატებთან. ინფორმაციას სამხრეთ კორეაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაღალი რანგის ჩრდილო კორეელი გენერალი კიმ ჩენ ჩოლი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიის გამართვამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჟე ინს შეხვდა.

ყველაზე კითხვადი
  1. კახა კალაძე: კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ბაღებში მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვების ჯანმრთელობისა და აცრების შესახებ
  2. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა
  3. სულ მცირე 77 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვია მოკლული სირიაში საჰაერო დარტყმებისა და სარაკეტო იერიშების შედეგად
  4. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმია უახლოეს დღეებში გეგმავს ალყაში მოაქციოს სირიის ქალაქი აფრინი
  5. რუსეთმა დაადასტურა, რომ ათეულობით რუსი იქნა მოკლული სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას
  6. ასეულობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს სიდნეიდან აბუ დაბიში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების გეგმის ჩაშლის გამო, რაც ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების დამსახურებაა
  7. სირიული პრო-სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ
  8. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მის გუნდში მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით
  9. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
  10. ჩრდილოეთ კორეას „ძალიან დიდი სურვილი“ აქვს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები გამართოს
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი