გარდაბნის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი აკიფ ისმაილოვი აზრს იცვლის და აცხადებს, რომ მერი რამაზ ბუდაღაშვილი და დაკავებული გივი ძმანაშვილი ნათესავები არ არიან
09-02-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ გარდაბნის საკრებულოს ხუთშაბათს დაკავებულ წევრს, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

 


ამის შესახებ აკიფ ისმაილოვმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, თუმცა, მანამდე იგი მედიასაშუალებებთან ამბობდა, რომ ბუდაღაშვილი და ძმანაშვილი ნათესავები იყვნენ.

 


„მე განვაცხადე, რომ როგორც ვიცი, გივი ძმანაშვილს გარდაბნის მერთან ნათესაური კავშირი აქვს. დღეს როგორც გავიგე, მე მგონი არ არიან ნათესავები. დღეს დავაზუსტე და მითხრეს, რომ არ არიანო ნათესავებიო", აცხადებს აკიფ ისმაილოვი.

 


რაც შეეხება თავად საკრებულოს წევრის დაკავების ფაქტს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ გივი ძმანაშვილი დაკავებულია.

 


„თავად გივი ძმანაშვილის დაკავების ფაქტს რაც შეეხება, მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს, მე ვიცი, რომ დაკავებულია, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ", განაცხადა აკიფ ისმაილოვმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა გაუარესდა.

 

 

GUARDIAN.GE-ს შეკითხვას - მას შემდეგ, როდესაც 2008 წელს, სააკაშვილის მმართველობისას გარდაბნის გამგებლის მოადგილის პოსტზე მყოფი აკიფ ისმაილოვი თავადაც დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარებით? - ისმაილოვმა ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, ახლა სიტუაცია უფრო გაუარესდა".

 

 

GUARDIAN.GE-ს შეკითხვას, თუ რატომ ფიქრობს ასე, ისმაილოვი პასუხობს: „არ ვიცი, მთავრობის წარმომადგენლებს უნდა შეეკითხოთ".

 


GUARDIAN.GE: „თქვენ ხომ ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი ბრძანდებით და იცით რა მდგომარეობაა ქვეყანაში?

 


„მე მაშინაც ვიყავი თანამდებობის პირი, ახლაც ვარ აქტიურად ჩართული გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში და ვადარებ და ვიტყვი, რომ დღესდღეობით სიტუაცია უფრო რთულია“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს აკიფ ისმაილოვმა.

 

 

უფრო ადრე ისმაილოვის ბრალდება GUARDIAN.GE-სთან გარდაბნის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ ისმაილოვის აღნიშნული განცხადება, დაკავებულის საქმიანობის მის სახელთან დაკავშირების მიზანმიმართული მცდელობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი