ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა
09-02-2018, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ესტონეთი პატარა, თუმცა საქართველოს დიდი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ქვეყნის, ისევე როგორც, ჩვენი ქვეყნის სტაბილური უსაფრთხოება“, ამ სიტყვებით დაიწყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, იური ლუიკმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ორი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.

 

 

აღინიშნა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის არსებობას გაესვა ხაზი.

 

 

მთავრობის მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იური ლუიკს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

იური ლუიკმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის სისტემის რეფორმა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები სრულ თანხმობაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან და საგადასახადო რეფორმის წარმატებას გაესვა ხაზი, რომელიც, სწორედ, ესტონური მოდელის საფუძველზე ხორციელდება.

 

 

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი და მადლობა გადაუხადა ესტონეთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და სამხედრო ატაშე საქართველოში კულდარ კესკულა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი