ირაკლი კობახიძე: „ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად იმუშავებს“
10-02-2018, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების ზომებზე საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რაც ქვეყნის ხელისუფლებას სრულად აქვს გაცნობიერებული.

 

 

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის იყო როგორც პრივილეგია, ასევე, პასუხისმგებლობა, და ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ გართულებები და პრობლემები ამ კუთხით. შესაბამისად, საჭირო თუ გახდება ამ კუთხით, მათ შორის, პარლამენტის ჩარევა, კანონმდებლობის დახვეწა, ჩვენ ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისი შეფასებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გამართული საგანგებო თათბირი დროული იყო.

 

 

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყურადღებით ვიყოთ და პრევენციული ზომები თავიდანვე მივიღოთ, როგორც კი დავინახავთ რაიმე ნიშანწყალს შესაძლო პრობლემის გაჩენის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დროული იყო ეს შეკრება, რომელიც ჩატარდა. ჩვენ უნდა მივიღოთ ახლავე ზომები იმისათვის, რომ ნებისმიერი გართულება, პრობლემა, სირთულე ავიცილოთ თავიდან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   Shalva
      
Ra prevenciuli zomebi unda miigot?es xo. Catieli sityvebia , nutu very xedavt , ROM xalxi garbis qveynidan ' tqveni , kanonmdeblebis uniatobisa da utvino politikis gamo.
10 თებერვალი 2018 16:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი