კახა კალაძე: აფგან მუხთარლის განცხადებები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია
12-02-2018, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებას ეხმაურება.

 

 

მერის ფიქრობს, რომ მუხთარლის განცხადებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს და პოლიტიკური სარჩულიც აქვს.

 

 

„აბსოლუტურად გაუგებარი და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, ამიტომ ამაზე მე მგონი, სერიოზული საუბარი ჩვენი მხრიდან უხერხულიც კია“, განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ასევე აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.

 

 

„გამოძიებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია და დღესაც იგივე პოზიციაზე ვართ. მესმის, რომ ოპოზიციას უნდა ამ საკითხზე ქულები ჩაიწეროს და ამით სპეკულირებს, მაგრამ ბრალდებები, რომელიც გაისმა აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია, რაც ჩემთვის გარკვეულ ეჭვებს ბადებს. რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი განცხადებები მუხთარლის მხრიდან.

 

 

დაკითხვის საშუალება არ ეძლევათ ჩვენს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში და ეს აჭიანურებს ამ საქმეს. ჩვენი მხრიდან საგამოძიებო კუთხით რა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი, ეს ნაბიჯები გადადგმულია. ვიხილეთ შსს-ს შუალედური დასკვნა და ამ პროცესზე, ბუნებრივია, ვაგრძელებთ დაკვირვებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის მოცემულობა“, განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო დაწესებულება ოჯახური მდგომარეობის გამო ორი დღით დატოვა, „რუსთავი 2"თან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა. როგორც მუხთარლი ამბობს, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და მისი ბიზნესპარტნიორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა.

 

 

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უშუალო ნებართვა კი, საქართველოს მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ გასცა, რაც ქართულმა მხარემ მისი კანონიერად დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი ვერ იპოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი