გიორგი მარგველაშვილი: იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვება
12-02-2018, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.

 


გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ერის განვითარების საკითხში საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფოს, ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ხორციელდება და მიმდინარეობდა ერისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთულეს პერიოდებში.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საზოგადოებაც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა ამ სირთულეების დასაძლევად.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარველაშვილმა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებული აგრესიის დონე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა დაასახელა.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა აქვს - სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიებს და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობ, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.

 


ყოველი ჩვენთაგანისთვის - ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე.

 


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ყოფის, თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს.

 


ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ ან ყოფით პირობებზე, სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც მოწოდებულია იმისთის, რომ მოქალაქისთვის ეს ყოფა გახადოს იოლად გადასატანი და აჩვენოს მიზანი და დაუსახოს მას“, აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შესუსტების წინაპირობად იერარქიულობის წესის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაასახელა.

 


ეს ერთერთი წინაპირობა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტებისა. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები, ამას მოჰყვება, არამხოლოდ უბრალოდ თავისუფლება, არამედ მოყვება მნიშვნელოვანი ზიანი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დაგრევაში არ მონაწილეობს“ აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი