ირაკლი კობახიძე: უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია
12-02-2018, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლის დროს.

 

 

მისივე თქმით, ასი წლის წინ, ქართველი ერისთვის უმძიმეს პერიოდში, ქართული ეკლესიის გათავისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების დაბრუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

 

 

„ეკლესია ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში და ქართველი სასულიერო პირები ყოველთვის იდგნენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში, ჩნდებოდნენ გმირი მამები, რომლებიც საერო პირების მხარდამხარ იბრძოდნენ და ხშირად კი, სწორედ ისინი იყვნენ ლიდერები იმ ბრძოლაში, რომელმაც დღემდე მოგვატანინა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველას გვახსოვს საქართველოს ისტორია და ვიცით, რომ ქართველმა მეფეებმა სწორედ ეკლესიისა და ქრისტიანული ღირებულებების ირგვლივ გააერთიანეს ქართული სახელმწიფო. ეს კარგად იცოდნენ საქართველოს მტრებმაც. სწორედ ამიტომ იყო, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფისა და ერის წელში გატეხვის მცდელობა ყოველთვის ეკლესიასთან ბრძოლით იწყებოდა. ასე მოხდა ორი საუკუნის წინაც. 1811 წელს, რუსეთის იმპერატორმა, კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონის უხეში ხელყოფით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა. 106 წლის განმავლობაში, ერმა სულიერი წინამძღოლის – კათალიკოს-პატრიარქის გარეშე იცხოვრა, ხოლო ქართული ეკლესია, კანონიკური სამართლის დარღვევით, რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ შედეგი 106 წლის შემდეგ გამოიღო. ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია და აირჩია კათალიკოს-პატრიარქი, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ე, თუმცა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა.

 

 

ათწლეულების მანძილზე ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამოქმედებული საბჭოური მანქანით ქართული ეკლესია-მონასტრების დახურვის, სიწმინდეების ქვეყნიდან გატანისა და ქართული სამღვდელოების მიმართ რეპრესიების წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლები – ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III, ეფრემ II-ე და სხვა წმინდა მამები. შეუფასებელია მათი დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ერისა და სარწმუნოების წინაშე. ეს ადამიანები არიან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე და ეროვნული სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი.... ათწლეულის წინ საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად სცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ჩვენი წინაპრების ხანგრძლივი ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საბოლოოდ, გამარჯვებით დაგვირგვინდა”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ, უამრავი რამ შეიძლება ითქვას და ეს კარგად იცის არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ.

 

 

„უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებითა და მოღვაწეობით, მან დაამტკიცა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება მისთვის ყველაზე ძვირფასის – სარწმუნოების დათმობას. უწმინდესმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა ყველაზე წმინდა, მამულიშვილური მიზნისთვის, ყოველთვის გამარჯვებით მთავრდება. მინდა, ამისთვის, როგორც ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ქედი მოვიხარო უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული ეკლესიის ისტორია ასახავს ჩვენი ერის ბრძოლისა და გამარჯვებების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომლის საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დღეს სწორედ ჩვენი წინაპრების -მამებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებით ვართ აქ. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გაიღეს. წარსულის დავიწყებით უკეთეს აწმყოსა და მომავალს ჩვენ ვერ შევქმნით. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ერის წიაღიდან იშვნენ გმირები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენამდე მოიტანეს ყველაზე წმინდა: მამული, ენა და სარწმუნოება და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი გმირები კვლავ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია მთავარი ბასტიონია ეროვნული ღირებულებების, თვითმყოფადობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

შეიარაღებული ოფიცერი, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა ფლორიდის სკოლის უსაფრთხოებაზე, სადაც გასულ კვირას ახალგაზრდა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა, სროლებისას შენობის გარეთ იდგა და არ ჩარეულა, განაცხადა ბროვარდის ოლქის შერიფმა, სკოტ იზრაელმა როგორც ამას BBC იუწყება.

შეიარაღებულმა ოფიცერმა, რომელიც ფლორიდის სკოლაში განხორციელებული სროლებისას შენობის გარეთ იდგა, „უდავოა, რომ ცუდი სამსახური გასწია“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ყველაზე კითხვადი
  1. ტაძრიდან მომავალი ოთხი ქალია მოკლული ყიზლარში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ, რომლის ლიკვიდაციაც პოლიციამ მოახდინა
  2. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა
  3. კახა კალაძე: კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ბაღებში მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვების ჯანმრთელობისა და აცრების შესახებ
  4. სულ მცირე 77 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვია მოკლული სირიაში საჰაერო დარტყმებისა და სარაკეტო იერიშების შედეგად
  5. სულ მცირე 10 ადამიანი წაიღო ზვავმა შვეიცარიის ვალასის კანტონის მთაზე
  6. კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მრავალათასიანი აქცია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით გაიმართა
  7. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმია უახლოეს დღეებში გეგმავს ალყაში მოაქციოს სირიის ქალაქი აფრინი
  8. რუსეთმა დაადასტურა, რომ ათეულობით რუსი იქნა მოკლული სირიაში აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას
  9. ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასტიკი თავდასხმა წამოიწყო ირანზე და მას მსოფლიოსთვის „ყველაზე დიდი საფრთხე“ უწოდა
  10. ასეულობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს სიდნეიდან აბუ დაბიში მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების გეგმის ჩაშლის გამო, რაც ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების დამსახურებაა
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი