ლევან იზორია: რეფორმების შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს
13-02-2018, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.

 

 

როგორც იზორიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაა.

 

 

„რეფორმების შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს. ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

 

 

სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებზე და სოციალურ დახმარებაზე, რაც არის ნატო-ს სტანდარტი. მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ, თანხები მივმართეთ შეიარაღებაზე. თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რადაც ვაკმაყოფილებთ.

 

 

შეიარაღებისთვის ნატო ითხოვე, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ. ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები „ჯაველინები“. წელს ასევე ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი