მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ მინისტრს შეხვდა
13-02-2018, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ დინამიკას მრავალი მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.

 

 

„აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განსავითარებლად და ხაზი გაესვა ამ მხრივ უკვე არსებულ დადებით შედეგებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუვეითიდან ვიზიტორთა რაოდენობა, აღინიშნა, რომ ქუვეითში საქართველო მესამე ადგილზეა ტურისტული დანიშნულების ქვეყნებს შორის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც გასული წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ქუვეითიდან თბილისში.

 

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ მინისტრს საქართველოს მზარდი ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით ქუვეითის დაინტერესების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ საქართველოს საგზაო სფეროს განვითარებაში გაწეული კონტრიბუციისთვის.

 

 

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ გლობალური კოალიციის წარმატებებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. საქართველომ, როგორც კოალიციის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის დაინტერესება განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა და ამ მხრივ აღნიშნეს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიიწვია.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტად იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოს გლობალური კოალიციის შეხვედრაში", ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი