ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გენერალურმა პროკურატურამ „შესაძლოა კორუფციის ბრალდებები წარუდგინოს“
13-02-2018, 23:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პოლიცია რეკომენდაციას იძლევა, რომ პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს მექრთამეობის საქმეებზე, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.

 


პოლიციამ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გასულ თვეს დაჰკითხა. მაშინ მან თქვა: „არაფერი მოხდება, რადგან არაფერი არის ხელჩასაჭიდი“.

 

 

ისრაელის მედიის ცნობით, პოლიცია გამოაცხადებს, რომ არსებობს საკმარისი სამხილები იმისა, რომ ნეთანიაჰუს ქრთამის აღების ბრალდება ორ ცალკე აღებულ საქმეზე წარედგინოს.

 


ერთ-ერთი ბრალდება უკავშირდება იმას, რომ ნეთანიაჰუმ ისრაელის გაზეთის გამომცემელს პოზიტიური გაშუქება სთხოვა იმის სანაცვლოდ, რომ დაეხმარებოდა მეტოქე გამოცემის კონტროლის ქვეშ მოქცევაში.

 


მეორე საქმე ამტკიცებს, რომ ნეთანიაჰუ, 2009 წლის შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრი, იღებდა 100 000 აშშ დოლარზე მეტს საჩუქრების სახით ჰოლივუდის მაგნატის, არნონ მილკანისა და სხვა მხარდამჭერებისაგან.

 


იგი ორივე ამ ბრალდებას უარყოფს.

 


საბოლოო გადაწყვეტილებას, წარედგინება თუ არა ნეთანიაჰუს ბრალი, გენერალური პროკურატურის ოფისი მიიღებს.

 


იუსტიციის მინისტრმა აიელეტ შაკედმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პრემიერ მინისტრი, რომელსაც შესაძლოა ბრალი წარედგინოს, არ არის ვალდებული პოსტიდან გადადგეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი