ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მსოფლიომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა და მდიდარი მემკვიდრეობა გაიცნოს - კვირიკაშვილი
18-02-2018, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.

 


„საქართველო-გერმანიის ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენის პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ ორი ქართველი მწერალი გერმანულადაც კი წერს წიგნებს. მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი, როგორც ცნობილმა გერმანელმა ავტორებმა. ბევრი თქვენგანი შეიძლება იცნობს ამ მწერლების ნაწარმოებებს, ესენია: ნინო ხარატიშვილი და გივი მარგველაშვილი. სხვადასხვა ქართველი მწერლის დაახლოებით 200 წიგნი, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკა, წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე. ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლების ლიტერატურული ნიჭის აღიარება, არამედ ჩვენს ერებს შორის თბილი გრძნობების სიმბოლოც: საქართველოს, როგორ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას, და გერმანიას, როგორც დამკვიდრებულ ევროპულ დემოკრატიულ და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცველ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ტექნიკურ საკითხებს, არამედ ასევე მოიცავს მწერლების, პოეტებისა და მხატვრების შემოქმედებითი წარმოსახვის ძალას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და ხოტბას ასხამს ჩვენი საერთო მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 1
#1   RanmazFug
      
Народ кто желает играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
10 მაი 2018 15:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი