საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოფენბახში გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა
18-02-2018, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბორჯღალოსნებმა 2018 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურშიც მშრალად მოიგეს. ქუთაისში ბელგიის 47:0 ძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ოფენბახში, გერმანიაში მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხა.

 

 

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. გუნდს გაუჭირდა სასურველი განწყობის შექმნა; ექსპერიმენტების ფონზე მრავლად იყო შეცდომები; ამასთან, გერმანელებმა დაცვაში დიდი თავდადებით ითამაშეს, თუმცა კლასში სხვაობა იმდენად საგრძნობი იყო, რომ მეტოქეს სტუმრად ყველაზე დიდი სხვაობით მოვუგეთ.

 

 

 

 

ოფენბახში ბორჯღალოსნების საქომაგოდ გულშემატკივრი მრავლად შეიკრიბა. საქართველო სიბრტყეზე ცდილობდა თამაშს, თუმცა გერმანელები სწრაფად წევდნენ ხაზს, რაქებში აქტიურობდნენ და თავიდან ცოტა დალაგება გაგვიჭირდა. სამაგიეროდ სრული უპირატესობა გვქონდა შერკინებაში და ინდივიდუალურადაც, ჩვენი მორაგბეები მეტოქისას კლასით აღემატებოდნენ.

 

 

 

 

პირველი ლელო მე-9 წუთზე გავიდა, 5-მეტრა შერკინების შემდეგ გელა აფრასიძემ ბურთი ხაზზე გაიტანა, დავით კაჭარავას მიძალება მცველებმა შეაჩერეს, მაგრამ გიორგი კვესელაძეს ვერაფერი მოუხერხეს და მარნეულის ‘არმაზის’ უკანახაზელმა მე-4 სანაკრებო მატჩში პირველი ლელო გაიტანა.

 

 

 

მეორე ლელოც მალე გავიდა. მოლის ჩაქცევის შემდეგ მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე ლაშა ხმალაძემ ფეხით მსუბუქად შეაცურა ბურთი და ის ალექსანდრე თოდუამ დაამიწა. წიკლაურმა ერთი გარდასახა - 12:0.

 

 

 

 

ამის შემდეგ გერმანელებმა ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხეს და რამდენიმე წუთი დაცვაში მოგვიწია თამაში, თუმცა შერკინებაში ბურთი კვლავ ჩამოვართვით, ლაშა ლომიძე დერეფანში დომინირებდა, ვიტო კოლელიშვილსა და ნოდარ ჭეიშვილს ლელომდე ცოტა დააკლდათ, აი ლევან ჩილაჩავას კი მცველებმა ვეღარაფერი მოუხერხეს და წიკლაურმაც გარდასახა. შესვენებამდე მეტოქეს 3 ქულის აღების შანსი ჰქონდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო და ტაიმი 19:0 დასრულდა.

 

 

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, ხმალაძემ ხაზი რომ გაჭრა და სიტუაცია გაამწვავა. ამას ჩვენი აუტი მოყვა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ კარის წინ სივრცე გაჩნდა და შეცვლაზე შესულმა ანტონ ფეიქრიშვილმა ის კარგად გამოიყენა. ამას ორი გაუქმებული ლელო მოყვა - ანზორ სიჭინავაზე და ვასილ ლობჟანიძეზე გვერდითმა მსაჯმა წინთამაში დააფიქსირა. 59-ე წუთზე ნაცად ხერხს მივმართეთ, დერეფნიდან მოლი დავაყენეთ და მიხეილ გაჩეჩილაძემ, რომელიც პირველად იყო ძირითადში და მეორე კეპი მოიხვეჭა, თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა - 33:0.

 

 

 

 

დასკვნით 20 წუთში თამაში გაიხსნა, „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა და 5 ლელო გავიდა: ოთარ გიორგაძემ ძალისმიერი შეტევით უპირატესობის ხაზი გადაკვეთა, შეტევაში კვესელაძე ჩაერთო და მეორე ლელო გაიტანა. ხუთიოდე წუთში საქართველომ 5-მეტრი შერკინებიდან შეუტია, მეორე დარტყმა გიორგაძემ განახორციელა და ამჯერად ლელო თავად მიითვალა. მერე იყო ზურაბ ჟვანიასა და სიჭინავას ლამაზი, სამსვლიანი კომბინაცია, რომელიც ლელოთი ‘სტად ფრანსეს’ ბურჯმა დაასრულა; ლობჟანიძის ფეხით თამაში და კვესელაძის ჰეთ-თრიკი; გიორგი ცუცქირიძის გარღვევა და ხმალაძის ლელო - 64:0.

 

 

ბორჯღალოსნები მორიგ მატჩს 3 მარტს თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ და ის „მიხეილ მესხის სტადიონზე“ 18 საათზე დაიწყება.

 

 

 


ინფორმაციას rugby.ge ავრცელებს, ფოტომასალას კი Georgian Rugby-ის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი.

 

 

კომენტარები: 1
#1  იკა
      
მშვენიერია, ყოჩაღ ბიჭებო.
18 თებერვალი 2018 05:37
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი