წყალტუბოს მერი „იდეების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელს შეხვდა
20-02-2018, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში „იდეების განვითარების ფონდი“ იწყებს ფუნქციონირებას. წყალტუბოს მუნიციპლალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი „იდეების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელს, ქეთევან გეჯაძეს შეხვდა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდეების განვითარების ფონდი“ (ZIDF)-ის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელშიც ამერიკის გარდა ჩართულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 110 საელჩო. როგორც ქეთევან გეჯაძემ განაცხადა, ორგანიზაციას ოფისები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ექნება. წყალტუბოს მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციას მერიის შენობაში ფართი გამოეყოფა.

 

 

„ნებისმიერ ადამიანს, მეწარმეს, ფიზიკურ პირს შესაძლებლობა ექნება დაწეროს პროექტი და განახორციელოს სრული გრანტის დაფინანსება (თანადაფინანაები გარეშე!) 200-დან 300 000 ლარის ფარგლებში“, განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა მერთან შეხვედრისას.

 


გრიგოლ იოსელიანმა ქეთევან გეჯაძეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 


„რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ჩაერთვება ამ პროგრამაში, მით უფრო განვითარდება წყალტუბოს ეკონომიკა. ხალხს აქვს იდეები, მაგრამ არ აქვს დაფინანსება, სწორედ იდეების განხორციელებაში ეხმარება მათ ეს ფონდი, ამიტომ მერია და ადგილობრივი თვითმმართველობა სრულ მხარდაჭერას ვუცხდებთ", აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა.

 


ქეთევან გეჯაძე საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრია. წყალტუბოში ორგანიზაციას ზურაბ მესხი უხელმძღვანელებს.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   მალხაზი
      
მოგესალმებით!მითითებულ მობილურზე ვესაუბრე პიროვნებას სულ აფერისტები უძახა! გთხოვთ გამარკვიოთ რა ხდება.
3 მარტი 2018 01:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი