სირიული პრო-სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ
20-02-2018, 20:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიული პრო-სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების მიერ დაკავებულ აფრინის რეგიონში შევიდნენ, რაც თურქეთთან შეტაკებების რისკს ზრდის, რადგანაც ოფიციალურმა ანკარამ დამასკო კატეგორიულად გააფრთხილა, რომ სირიული არმიის აღნიშნულ ანკლავში შესვლა „კატასტროფის“ გამომწვევი იქნებოდა.

 


სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ პრო-სამთავრობო შეიარაღებული ფორმირებების ფოტოები აჩვენა, სადაც ისინი აფრინში შესასვლელად ემზადებიან.

 

 

სირიული მთავრობის მხარდამჭერი ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადმა მედიამ და სირიელი ქურთების ახალი ამბების სააგენტო „ანჰა“-მ განაცხადეს, რომ მილიციის „სახალხო ძალებმა“ ანკლავი გადაკვეთეს და ტერიტორიაზე შევიდნენ, იუწყება BBC.

 


ჯერჯერობით არ არის ნათელი თუ რამდენი მებრძოლი შევიდა ქურთების კონტროლირებად რეგიონში და არც ის, თუ სად განლაგდებიან ისინი.

 

 

GUARDIAN.GE გთავაზობთ მიმოხილვას იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ სირიის პრო-სამთავრობო ძალების შესვლას აფრინში.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის არმია გეგმავს უახლოეს დღეებში ალყაში მოაქციოს სირიის ქალაქი აფრინი.

 


„ამგვარად, აღკვეთილი იქნება[ქურთული ძალებისადმი] გარედან მხარდაჭერა. მაშინ ვერავინ შეძლებს ვერავითარი მოლაპარაკებების განხორციელებას. ჩვენ მათ, ვისაც სურს ტერორისტული დერეფნის შექმნა თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე, ვაჩვენებთ, რომ ეს ადვილი არ იქნება“, განაცხადა ერდოღანმა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

 

ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, მას შემდეგ რაც სირიის პრო-სამთავრობო ძალების აფრინში შესაძლო შესვლის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთმა გააფრთხილა სირიის მთავრობა, არ დახმარებოდა ქურთებს, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში თურქების წინააღმდეგ იბრძვიან.

 


როგორც BBC იუწყება, პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ თურქეთის ოპერაციები გეგმის შესაბამისად მიიწევს წინ და „კატასტროფა“ იქნება, თუკი სირიული ჯარები ჩაერევიან.

 


უფრო ადრე, სირიულმა მედიამ განაცხადა, რომ ქვეყნის არმია აფრინში დაეხმარება ქურთებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ თურქეთის ოპერაციას.

 


თურქეთმა, რომელიც მისი საზღვრის გასწვრივ, აფრინში მებრძოლ ქურთებს ტერორისტებად მიიჩნევს, მათ წინააღმდეგ იერიში, სახელწოდებით, „ზეთისხილის რტო“, გასულ თვეს წამოიწყო.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ დამასკო „შედეგებს“ მოიმკის, თუკი ის ქურთებთან შეთანხმებას დადებს, იტყობინება CNN Turk-ი.

 


ორთავემ, ბოზდაღმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მსგავსი გზავნილები გააჟღერეს.

 


„თუკი [სირიული არმია] მოვა ‘სახალხო დაცვის შენაერთების’ დასაცავად, ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს თურქ ჯარისკაცებს“, უთხრა ჩავუშოღლუმ რეპორტიორებს იორდანიაში.

 


ერდოღანი, პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აპრილში თურქეთში შეხვედრას გეგმავენ, რათა განიხილონ სირიაში არსებული მდგომარეობა, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

 

 

 


მოვლენები სირიაში მეორე ფრონტზეც ვითარდება. კერძოდ, სირიაში, სამთავრობო ძალები, გავრცელებული ცნობებით, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან და დამასკოს სიახლოვეს მდებარე, ამბოხებულების მიერ 2013 წლის შემდეგ კონტროლირებადი აღმოსავლეთ გოუტას ასაღებად იერიშს წამოიწყებენ. სირიელი აქტივისტების განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისას, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 77 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები არიან დაღუპული.

 


რა შეთანხმებას მიაღწიეს?

 


ორშაბათს, სირიულმა ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ განაცხადა, რომ სირიული ძალები აფრინში ჩავლენ და „მხარს დაუჭერენ თავიანთი ხალხის პოზიციას თურქული რეჟიმის თავდასხმის წინააღმდეგ“.

 


მთავარმა ქურთმა ოფიციალურმა პირმა, ბადრა ჯია ქურთმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ სამთავრობო ჯარისკაცები ზოგიერთ სასაზღვრო პოზიციაზე განლაგდებიან, მაგრამ მოგვიანებით, „სახალხო დაცვის შენაერთების“ წარმომადგენელმა ნური მაჰმუდმა განაცხადა, რომ ამგვარი „შეთანხმება არ არსებობს“. „ჩვენგან მხოლოდ მოწოდებაა სირიის არმიისადმი, რომ მოვიდნენ და დაიცვან საზღვრები“.

 


თუკი ქურთულ „სახალხო დაცვის შენაერთებსა“ და სირიის არმიას შორის შეთანხმება შედგა, თურქულ ჯარებს აფრინში ბრძოლა არა მხოლოდ ქურთ მებრძოლებთან, არამედ სირიულ არმიასთანაც მოუწევს.

 


რატომ გახდა აფრინი თურქების სამიზნე?

 


თურქეთმა სირიის საზღვარი 20 იანვარს გადაკვეთა და აფრინის რეგიონში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთული „დემოკრატიული კავშირის პარტიის“ შეიარაღებული ფრთის „სახალხო დაცვის შენაერთების“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ წამოიწყო.

 


ქურთები თურქეთის საზღვის სამხრეთით ნახევრად ავტონომიურ ანკლავს მართავენ მას შემდეგ რაც 2012 წელს იქიდან სირიული ჯარები იქნა გაყვანილი და „სახალხო დაცვის შენაერთებმა“ ტერიტორიაზე კონტროლი აიღეს მას მერე რაც ტერიტორიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს.

 


ანკარა „სახალხო დაცვის შენაერთებს“ თურქეთში კანონგარეშედ გამოცხადებულ „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს, იმ პარტიისა, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია, რაც თურქეთში ქურთული ავტონომიის შექმნისათვის იბრძვის.

 


„სახალხო დაცვის შენაერთები“ უარყოფს რაიმე პირდაპირ სამხედრო და პოლიტიკურ კავშირებს „ქურთ მუშათა პარტიასთან“.

 

 

 


აფრინის კონფლიქტის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ამასობაში, რეგიონიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა. დღემდე არც ერთი მხარე არ აქვეყნებს ინფორმაციას მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.

 

 

სირიის მთავრობამ თურქეთის იერიშს აფრინზე მის სუვერენიტეტზე „აშკარა თავდასხმა“ უწოდა.

 

 

დაძაბულობა თურქეთსა და აშშ-ს შორის და კრიზისის განმუხტვის მცდელობა

 

შეერთებული შტატები და თურქეთი, რომელთა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში ერთამანეთთან ძლიერ წინააღმდეგობაში იმყოფებიან, რამდენიმე დღის წინ შეთანხმდენ, რომ კრიზისის განმუხტვას შეეცდებიან.

 


ნატოელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ერთობლივი ჯგუფების შეხვედრა შედგება, რათა თავიანთ დიპლომატიურ განსხვავებულობაზე იმუშაონ, მათ შორის საკამათოდ ქცეულ მანბიჯზე - ქალაქზე, სადაც ქურთულ ძალებზე, რომელსაც მხარს აშშ უჭერს, თავდასხმით თურქეთი დაიმუქრა.

 

 

 


პრო-თურქული ძალები აფრინის სიახლოვეს, თურქეთის სირიასთან სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, ქურთ მილიციას ებრძვიან, რომელსაც ოფიციალური ანკარა ქვეყანაში აკრძალული „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად და ტერორისტებად მიიჩნევს. „ქურთ მუშათა პარტია“ სამ ათწლეულზე მეტია, რაც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთული ავტონომიის ჩამოყალიბებისთვის იბრძვის.

 


შეერთებულ შტატებსაც ჰყავს ჯარისკაცები მანბიჯში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსაგან“ 2016 წელს ქურთული „სახალხო თვდაცვითი დანაყოფების“ ხელმძღვანელობით იქნა დახსნილი.

 


მას შემდეგ რაც აშშ-ის უმაღლესი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ მისი ძალები „აგრესიულ პასუხს“ გასცემდა თურქებისგან მხარდაჭერილ ნებისმიერ თავდასხმას მანბიჯში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს „ოსმალური სილის გაწვნით“ დაემუქრა - ბრძოლის ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იყო ოტომანთა არმიის მიერ, როდესაც ისინი შეუიარაღებელი იყვნენ ანდა მათზე თავდასხმა განხორციელდებოდა და მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხელის ორივე მხარის გარტყმით ძირს დაეგდო მოწინააღმდეგე.

 


ანკარაში, 16 თებერვალს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა და მისმა თურქმა კოლეგამ, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ მუშა ჯგუფები იმ საკამათო საკითხების მოგვარებას შეეცდებიან, რამაც ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა გააღრმავა.

 


„მანბიჯს, ჩვენ ერთობლივ სამუშაო ძალისხმევაში, პრიორიტეტი ექნება მინიჭებული“, განაცხადა ტილერსონმა.

 


სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა შეერთებული შტატები „აღიარებს თურქეთის ლეგიტიმურ უფლებას, თავისი საზღვრების უსაფრთხოების თაობაზე“, თურქეთმა უნდა „აჩვენოს თავშეკავებულობა თავის ოპერაციებში [აფრინში], რათა სამოქალაქო პირების მსხვერპლი მინიმუმამდე შეამციროს“.

 


ტილერსონმა თქვა, რომ ის და ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების მიზნები სირიაში „ზუსტად ერთი და იგივეა და მათ შორის არსებითი განსხვავებულობა არ არსებობს“.

 


ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მექანიზმებს, რაზეც ისინი შეთანხმდნენ ის მიზანი ამოძრავებს, რომ დაიდოს „რეალურ შედეგები - ჩვენ ერთამენთის დროს ტყუილუბრალოდ არ ვკარგავთ“.

 


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თუკი „სახალხო თვდაცვითი დანაყოფები“ მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაწილებს დაიკავებენ, არასოდეს სტაბილურობა არ იქნება დასადგურებული ამ ადგილას. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს არასოდეს მოხდეს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი