ანა ნაცვლიშვილი: თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი გახდება კანონი, ბაზარზე უსამართლო პირობებს დააწესებს
21-02-2018, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომელთა კანონად გადაქცევა არსებით საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიკეთეებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 

 

 

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თუ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი გახდება კანონი, ბაზარზე უსამართლო პირობებს დააწესებს, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მედიასაშუალებებს, რაც აისახება მათ დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე.

 

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თმქით, აღნიშნულის შედეგად დაზარალდება არამხოლოდ მედიაგარემო საქართველოში და არამხოლოდ მედიასაშულებები, შედეგად დაზარალდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დაკნინდება დემოკრატიის ხარისხი.

 

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები სამწუხაროდ ვერ მოაგვარებს გამოწვევებს და პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს. ის ხელს გაუხსნის სერიოზული კორუფციის რისკებს, რაც თავისთავად, გარდა იმისა რომ პრობლემურია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის მიმართ და ამ ნდობას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მკაცრ შეზღუდვებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამისა და სპონსორობის განთავსებასთან მიმართებაში, ცვლილებები კი რეგულაციებს არსებითად შეცვლის.

 

 

ფაქტიურად შეზღუდვები უქმდება და ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი გაუთანაბრდება კომერციულ არხებს. რეკლამასთან მიმართებაში მოხდება დროის ეთერის იმ მონაკვეთში დროის გაორმაგება, რაც დღესაც დასაშვებია, მაგრამ გაორმაგდება აქ დრო და ამას დაემატება კიდევ კომერციული რეკლამის განთავსებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. რას გამოიწვევს ეს ცვლილებები – ეს ცვლილებები არსებითად მოახდენს ზეგავლენას მედიაბაზარზე”, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი